გერმანიამ უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 60 მილიონი ევრო გამოყო

გერმანიამ უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 60 მილიონი ევრო გამოყო, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ანდრეი სიბიგას განცხადებით, გერმანიის მიერ გამოყოფილი დახმარება უკრაინის გათბობის სისტემების გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

„ეს დახმარება ხელს შეუწყობს ჩვენი მოსახლეობისთვის გათბობის შენარჩუნებას და გათბობის სისტემების გაძლიერებას, განსაკუთრებით ფრონტისპირა ოლქებში“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

მისი თქმით, გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას აფასებს.