გერმანიამ უკრაინას 20-ზე მეტი Leopard-ის ტანკი გადასცა

გერმანიამ ს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს Leopard 1 A5 ტიპის 22 ტანკს და 60 ათასზე მეტ 155 მმ-იან ჭურვს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, უკრაინის დახმარების პაკეტი მოიცავს Bandvagn 206 (BV206) ტიპის ხუთ ყველგანმავალ მანქანას, მაღალი გამავლობის ტრანსპორტიორს Warthog-ს, GEPARD-ის სამ საზენიტო დანადგარს, MG3 ტიპის 10 ტყვიამფრქვევს, 1 მილიონ საბრძოლო მასალას ცეცხლსასროლი იარაღისთვის, ათობით სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს, WISENT 1 ტიპის 6 გამნაღმველ ტანკს სათადარიგო ნაწილებით, 112 ავტომობილს, მათ შორის სატვირთო მანქანებს, მიკროავტობუსებს, ყველგანმავლებს და სხვა სამხედრო ტექნიკას.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე ს შეიარაღებული თავდასხმის დაწყებიდან, გერმანიამ უკრაინას ფედერალური შეიარაღებული ძალების საწყობებიდან, დაახლოებით, 5,2 მილიარდი ევროს ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა მიაწოდა. გარდა ამისა, გერმანიაში სამხედრო წვრთნა 10 ათასზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა.

ასევე დაგაინტერესებთ