გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. როგორც გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას, რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე Skynex-ის თვითმავალ საზენიტო დანადგარს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინმა კიევს “Leopard 2 A6” ტანკების საბრძოლო მასალაც გადასცა. დახმარების ახალ პაკეტში შედის Marder-ის ტიპის 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რაკეტები IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, TRML-4D-ის ორ სარადარო სადგური, 9 000-ზე მეტ 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალა, ნაღმების გამწმენდი Wisent 1 ტიპის ორი ტანკი, დრონის აღმოჩენის 30 სისტემა, 34 სატრანსპორტო საშუალება, 3 ათასზე მეტი ჩაფხუტი, MK 556 -ის ტიპის 30 შაშხანა; 750 000 ვაზნა და სხვა საბრძოლო აღჭურვილობები.