გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მსხვილი პაკეტი გადასცა. დაახმარების პაკეტი მოიცავს ტექნიკას, უპილოტო საფრენ აპარატებს და სხვადასხვა სისტემებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას.
სამხედრო დახმარების პაკეტში შედის:
· 56 MRAP ჯავშანმანქანა
· Leopard 1 ტანკების საბრძოლო მასალა; ქვეითთა საბრძოლო მანქანები Marder
· ჰაერსაწინააღმდეგო ტანკ GEPARD-ის 41 000 ტყვია
· საზენიტო სარაკეტო სისტემა IRIS-T SLM-ის რაკეტები
· 4 ცალი Zuzana 2 ჰაუბიცა
· 50 000 ცალი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი
· 2 000 ცალი 122-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი
· 300 HF-1 თავდასხმის დრონი
· 51 Vector სადაზვერვო თვითმფრინავი სათადარიგო ნაწილებით
· 245 RQ-35 Heidrun სადაზვერვო დრონი
· 29 Songbird სადაზვერვო დრონი და 14 Hornet XR სადაზვერვო თვითმფრინავი
