გერმანიამ უკრაინას დახმარების პაკეტი გადასცა, მათ შორის HIMARS-ები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ტანკები

გერმანიამ ს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ტანკებზე და ა.შ.
გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ მიიღო: 20 ერთეული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard 1 A5 ტიპის 10 ტანკი, IRIS-T SLS ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის სარაკეტო სისტემები, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ტანკები, ჯავშანტექნიკის სარემონტო და საევაკუაციო Bergepanzer-ის მანქანები, Wisent-ის ნაღმების გამწმენდი მანქანები.
სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე მოიცავდა სხვა აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო