გერმანიამ საქართველოს სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო – გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ს ვიზიტის შედეგად ქვეყნებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას განიხილავს.
როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის წერს, გერმანიას ქართველ არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ორი მიზანი აქვს: “ნაკლებმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვოს გერმანიისგან თავშესაფარი, რადგან ისინი, როგორც წესი, თავშესაფარს ვერ იღებენ და ეს პროცედურები ისედაც დატვირთულ გერმანულ ბიუროკრატია კიდევ უფრო აწვება. ამის ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეები ემიგრირდნენ ჩვეულებრივ შრომის ბაზარზე, რადგან გერმანიას კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აქვს”.
მაუწყებლის ცნობით, მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრებისთვის დასავლეთ ბალკანეთის მოდელის მიხედვით, საკუთარი სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა. დასავლეთ ბალკანეთის მოდელი გერმანიაში ლეგალურად დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს. როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, “გერმანიის პერსპექტივიდან ეს ლოგიკური შეთავაზებაა, თუმცა, საქართველოს მთავრობისთვის სრულებით უინტერესო”.
გამოცემა წერს, რომ საქართველო “ტვინების გადინების” პროცესს ისედაც განიცდის: “უამრავმა განათლებულმა ახალგაზრდამ ქვეყანა უკვე დატოვა, ქვეყანაში დარჩენილი კადრები კი საქართველოს თავადვე აუცილებლად სჭირდება”. გამოცემის შეფასებით, ქვეყნიდან გადინების მიზეზი ზოგ შემთხვევაში კარიერული პერსპექტივის ნაკლებობაა, ზოგში კი ს მიერ საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაცია.
როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, იოაჰიმ შტამპი ამბობს, რომ ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით “შეთანხმება საქართველოს იმ მოქალაქეებზე შედგა, რომლებმაც სამშობლო უკვე დატოვეს და ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან”. მისივე თქმით, სწორედ ამ კადრებს მიიწვევენ გერმანიის სამუშაო ბაზარზე “განსაკუთრებით ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და ზრუნვის სფეროში, სადაც გერმანია კადრების ნაკლებობას განიცდის”.
მაუწყებელს მაგალითისთვის მოჰყავს ის ქართველები, რომლებიც პოლონეთსა ან საბერძნეთში დაბალანაზღაურებად სამსახურებში არიან დასაქმებულნი, რომლებიც, შესაძლოა, გერმანიის სამუშაო ბაზარზე უკეთესი პირობებით დასაქმდნენ.
გერმანიის ფედერალური ხელისუფლების ცნობით, ქვეყნები უკვე მუშაობენ საქართველოს იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე, რომლებსაც გერმანიაში ყოფნის ლეგალური უფლება არ აქვთ. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და სანაცვლოდ, გერმანია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონურად მუშაობენ, უკეთეს პერსპექტივას შესთავაზებს.
თანამშრომლობა გაღრმავდება, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებით და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით, მაგალითად, სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლითი პროგრამებით. ამისთვის საქართველოს ჩართულობით ორმხრივი ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება.
როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, გერმანიის ფედერალური ხელისუფლება მსგავსი შეთანხმების მიღწევას მოლდოვასთანაც შეეცდება.
„ტაბულა“