ევრობასკეტის ფინალში გერმანიის ნაკრებმა თურქეთი დაძაბულ ბრძოლაში 88:83 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა, გერმანელებს ევროპის ჩემპიონობა აქამდე 1993 წელს ჰქონდათ მოგებული.
მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, პირველი ტაიმი თურქეთის ნაკრების გამარჯვებით 46:40 დასრულდა.
მეორე ტაიმში შეხვედრის ტემპი არ შეცვლილა, მატჩში გარდატეხა გერმანიის ნაკრების ლიდერმა დენის შროდერმა შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი უკანახაზელი პირველ ტაიმში პასიური იყო, უკანასკნელ მეოთხედში ლიდერობა თავის თავზე აიღო, გუნდს ზედიზედ 6 ქულა მოუტანა და გერმანიის ნაკრებმა გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ისააკ ბონგა გახდა, რომელმაც 24 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.
დენის შროდერმა 34 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი მიითვალა, იგი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
თურქეთის ნაკრების ლიდერმა ალპერენ შენგუნმა 30 წუთში 28 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.
გერმანიის ნაკრებმა ევრობასკეტის პლეი-ოფში პორტუგალია დაამარცხა, მეოთხედფინალში სლოვენიას, ხოლო ნახევარფინალში ფინეთს სძლია.
თურქეთის ნაკრებმა პლეი-ოფში შვედეთი, მეოთხედფინალში პოლონეთი, ნახევარფინალში კი საბერძნეთი დაამარცხა.
შეგახსენებთ, ევრობასკეტზე მესამე ადგილი საბერძნეთმა დაიკავა, მათ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფინეთის ნაკრები 92:89 დაამარცხეს.
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა – სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
“მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ” – მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა – სუპერ ფინალის მოლოდინში!
[VIDEO] ისტორიაში პირველად – საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – ფინეთი გერმანიას შეხვდება
სუპერმატჩი ევრობასკეტზე – თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
სუპერმატჩი და შეუჩერებელი ლებრონ ჯეიმსი – 39 წლის კალათბურთელმა Dream Team-ს გერმანიასთანაც მოაგებინა [VIDEO]
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა – დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
“წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო” – რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა – ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა – თურქეთის ნაკრებმა შვედეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ანტეტოკუნმპო VS შენგუნი – ევრობასკეტის ნახევარფინალში საბერძნეთი თურქეთს შეხვდება
თურქეთი მაგრად იწყებს – ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
