გერმანიამ ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აგიტაციას აწარმოებდა როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ელჩის – ფიშერის წინააღმდეგ. ამის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ელჩი ფიშერი ბერლინში გამოიძახოს კონსულტაციებისთვის, რათა განიხილონ შემდგომი ნაბიჯები. ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოს საკითხს, – ნათქვამია განხადებაში.