გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს

გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
„გერმანია ყოველთვის ძალიან აქტიურად იყო ჩართული საქართველოს განვითარებაში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, ყოველთვის იყო ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ახლა უკვე, ბოლო წლებში, გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
ჩვენ ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ სწორედ ბერლინში, დღეს, საქართველოს საელჩოს ორგანიზების და პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ გერმანელ მეგობრებს, ქართულ დიასპორას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. სიმბოლურია, რომ გერმანია არის გაერთიანების სიმბოლო და ჩვენ სწორედ ბერლინიდან გამოვხატეთ ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველო ძალიან მალე გაერთიანდეს.
ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაერთიანებული, გამთლიანებული გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. გერმანია ძალიან სიღრმისეულად იცნობს იმ გამოწვევებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და გვახარებს ის ფაქტი, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე BBC-ის რეპორტაჟის დეტალებზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ

ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი