გერმანიამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

,,დღეს გერმანიამ აუკრძალა ქვეყანაში შესვლა 9 ადამიანს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა – მისი დაცვა კი ჩვენი პასუხისმგებლობაა.
საქართველოში ვითარება კვლავ შემაშფოთებელია. საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივად მოუწოდეს საქართველოს, შეცვალოს კურსი” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება