გერმანელი მფრინავებისა და ბორტგამცილებლების გაფიცვის გამო თითქმის 800 რეისი გაუქმდა

ცნობით, მფრინავებმა და ბორტგამცილებლებმა ერთდღიანი გაფიცვა მოაწყვეს საპენსიო დავის გამო.

აეროპორტების ვებსაიტების მიხედვით, განსაკუთრებით დაზარალდნენ ფრანკფურტის, ბერლინის, ჰამბურგის და დიუსელდორფის აეროპორტები, თუმცა მიუნხენის რეისების უმეტესობა დაგეგმილ დროს განხორციელდა.
Lufthansa-მ დაგმო გაფიცვა და მისი „უკიდურესად მძიმე და არაპროპორციული ზემოქმედება“ მგზავრებზე.

კომპანიამ განაცხადა, რომ დაზარალდნენ მისი მთავარი ავიაკომპანიები Lufthansa, ასევე Eurowings-ი, Discover Airlines-ი და სატვირთო ოპერაციები.
„Lufthansa ყველაფერს აკეთებს მგზავრებზე ზემოქმედების შესამცირებლად“, – აცხადებს კომპანია.

პილოტების პროფკავშირმა (VC) და ბორტგამცილებლების პროფკავშირმა (UFO) თავის წევრებს გაფიცვისკენ მოუწოდეს 10 თებერვალს.

პილოტები საპენსიო შეღავათების გაუმჯობესებას ითხოვენ, ხოლო UFO-მ განაცხადა, რომ მისი წევრები Lufthansa-ს CityLine შვილობილი კომპანიის დახურვის გეგმებისა და მენეჯმენტის „კოლექტიური სოციალური გეგმის მოლაპარაკებაზე უარის“ გამო გაიფიცნენ.

Lufthansa-მ ერთი წლის წინ გამოაცხადა, რომ CityLine-ის ოპერაციები და პერსონალი ახალ შვილობილ კომპანიაში გადაინაცვლებდა, და რომ ვალების მართვის მიზნით ხარჯების შემცირება სჭირდებოდა.

სექტემბერში Lufthansa-მ განაცხადა, რომ 4 ათას სამუშაო ადგილს, ანუ თავისი სამუშაო ძალის დაახლოებით ოთხ პროცენტს, შეამცირებდა.

ევროპის უდიდესი საავიაციო კომპანიის Lufthansa-ს ჯგუფში ასევე შედიან ისეთი ავიაფირმები, როგორიცაა Swiss-, Austrian Airlines-ი და Brussels Airlines-ი;

ასევე დაგაინტერესებთ