გერმანელი მეცნიერები, ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირებისთვის, ცხოველებს კოსმოსიდან დააკვირდებიან

გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის ( Max-Planck-Institut für evolutionäre Anthropologie) მეცნიერები შინაური და გარეული ცხოველების მონიტორინგს კოსმოსიდან გეგმავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ცხოველთა ქცევის ცვლილებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მიწისძვრების და ვულკანური ამოფრქვევის პროგნოზირებას. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ძაღლები, თხები, ფრინველები და მწერები აღიჭურვება მინიატურული გადამცემებით. ამ გადამცემების მონაცემები გადაეგზავნება ექვს თანამგზავრს, რომელთა გაშვებას მომავალ წელს აპირებენ. სატელიტური კომუნიკაციების წყალობით, ცხოველების სიგნალები გზაზე არ დაიკარგება.
მანამდე სიცილიაში (იტალია) ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გარეულ ცხოველებს შეუძლიათ ვულკანური ამოფრქვევის პროგნოზირება: თხებმა ეტნას გაღვიძებამდე შეშფოთება დაიწყეს და ჩვეულ საძოვრებს მოერიდნენ.
აბრუცოს რეგიონში, რომის მახლობლად, ფერმის ცხოველებმა შეცვალეს ქცევა ბოლო 12 წლის განმავლობაში რვა დიდი მიწისძვრიდან შვიდის წინ.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცხოველებს შეუძლიათ იგრძნონ ცვლილებები ტექტონიკურ ფირფიტებში, რაც მათ ეხმარება კატასტროფების წინასწარ განსაზღვრაში.
ეს ახალი სათვალთვალო სისტემა ასევე გამოყენებული იქნება ცხოველების მიგრაციის უკეთ გასაგებად და დაავადების გავრცელების მონიტორინგისთვის.