გერმანელი ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი – საქართველოს დელეგაციამ ბოიკოტი გამოუცხადა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სესიას – ახლა ისინი ჩივიან, რომ გადაწყვეტილებები არ მოეწონათ

აღსანიშნავია, რომ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციამ ამ კვირაში ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს სესიას, რითაც ხელიდან გაუშვა გადაწყვეტილებების მიღების ან თუნდაც მათი დაბლოკვის შანსი, – ასე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად გადააქცია.
„ახლა ისინი ჩივიან, რომ გადაწყვეტილებები არ მოეწონათ, რომ არ არის ჭეშმარიტი და სამწუხაროა. ჩემი პოზიცია თავიდანვე ნათლად იყო გადმოცემული: არავის გაუუქმებია საქართველოს ოფიციალური დელეგაციის მოწვევა. მათ არჩიეს, არ მოსულიყვნენ“, – წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო რამდენიმე რეზოლუცია, რომლებშიც „საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან