ძალიან საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად, ქართული ოცნება კვლავ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაჩუმებას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ კვლავ საკუთარ რეალური სახე გამოაჩინა.
წერს X-ზე გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, მმართველ კოალიციაში შემავალი თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) წევრი თომას ჰაკერი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით.