გერმანელი გენერალი: უკრაინაში რუსეთმა უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური ზარალი განიცადა

რუსეთმა უკრაინაში უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური ზარალი განიცადა და მისი არმია კონფლიქტის შედეგად მნიშვნელოვნად დასუსტდა, განაცხადა გერმანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
„თქვენ იცით, რომ დასავლური დაზვერვის მონაცემებით, 300 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან ისე მძიმედ დაიჭრა, რომ ომისთვის მათი მობილიზება აღარ შეიძლება“, განუცხადა გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ს კრისტიან ფროიდინგმა, რომელიც ზედამხედველობს გერმანიის არმიის მხრიდან კიევის მხარდაჭერას.
დეკემბრის დასაწყისში შეერთებული შტატების დაზვერვამ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 315 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.
”რუსეთის ადამიანური და მატერიალური დანაკარგები უზარმაზარია”, – თქვა ფროიდინგმა, რომელიც ასევე არის გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის მთავარი მრჩეველი.
ამასთან, რუსეთმა დაკარგა ათასობით საბრძოლო ტანკი და ქვეითი საბრძოლო მანქანა, დასძინა მან. „რუსეთის შეიარაღებული ძალები ამ ომიდან დასუსტებული გამოვა, როგორც მატერიალურად, ასევე საკადრო თვალსაზრისით“, – განაცხადა გერმანელმა გენერალმა.
თუმცა, მისივე თქმით, წარმატებით ახერხებს საბრძოლო ძალების შევსებას, „პატიმრების გამოყენების ჩათვლით“. ფროიდინგმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი მასობრივ ინვესტიციებს დებს შეიარაღების ინდუსტრიაში.”
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მოსკოვმა 2023 წელს 486 000 კაცი ჯარში ნებაყოფლობით მიიღო და რომ მომავალ წელს სამხედრო ძალების გაძლიერების ძალისხმევა კიდევ უფრო დაჩქარდება.
გერმანელმა გენერალმა თქვა ისიც, რომ ავლენს უფრო დიდ „გამძლეობას“, ვიდრე ეს ომის დასაწყისში ჩანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია