გერმანელი გენერალი – რუსეთს შეუძლია ნატო-ს ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის შეტევა ნებისმიერ დროს დაიწყოს

რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ნატო-ს ტერიტორიაზე შეზღუდული თავდასხმის განხორციელება, თუმცა მოქმედების გადაწყვეტილება დასავლელი მოკავშირეების პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, – ამის შესახებ გერმანიის ერთობლივი ოპერაციების სარდლობას ხელმძღვანელმა გერმანელმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ ზოლფრანკმა Reuters-ს განუცხადა.
„თუ ს ამჟამინდელ შესაძლებლობებსა და საბრძოლო ძალას გადავხედავთ, რუსეთს შეუძლია ნატო-ს ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის შეტევა უკვე ხვალიდან დაიწყოს. პატარა, სწრაფი, რეგიონულად შეზღუდული, თუმცა არაფერი დიდი, რადგან შია მიჯაჭვული“, – განაცხადა გერმანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელიც თავდაცვის დაგეგმვას ზედამხედველობს.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთს პოტენციურად შეუძლია ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელოს ალიანსზე უკვე 2029 წელს, თუ მისი შეიარაღების მცდელობები გაგრძელდება.
გერმანელი გენერლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ფლოტმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, სხვა რუსული ფლოტები არ შემცირებულა.
„სახმელეთო ძალები დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ რუსეთი აცხადებს, რომ მისი მიზანი თავისი ჯარების საერთო რაოდენობის 1.5 მილიონ ჯარისკაცამდე გაზრდაა. რუსეთს საკმარისი საბრძოლო ტანკი ჰყავს იმისთვის, რომ შეზღუდული შეტევა ხვალვე დაიწყოს“, – დასძინა ზოლფრანკმა.
მისი თქმით, მოსკოვის მიერ ნატო-ზე შესაძლოა თავდასხმას სამი ფაქტორი გადაწყვეტდეს: რუსეთის სამხედრო ძალა, სამხედრო გამოცდილება და ხელმძღვანელობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის