გერმანელებმა შარშან კიდევ უფრო ნაკლები ლუდი მოიხმარეს – შემცირების ტენდენცია გრძელდება

AP-ის ინფორმაციით, გერმანიაში 2023 წელს 4,5%-ით ნაკლები ლუდი გაიყიდა და განახლდა შემცირების ხანგრძლივი ტენდენცია.
შარშან გერმანიის ლუდსახარშებმა და დისტრიბუტორებმა გაყიდეს 8,4 მილიარდი ლიტრი ლუდი, იტყობინება სტატისტიკის ფედერალური უწყება. ეს რიცხვი არ მოიცავს უალკოჰოლო და ევროკავშირის ქვეყნებიდან შეტანილ ლუდს.
2022 წელს ლუდის მოხმარება გაიზარდა 2,7%-ით „კოვიდის“ პანდემიის პერიოდის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. მაგრამ 2023 წლისთვის მოთხოვნა ბაზარზე კვლავ შემცირდა.
ლუდის გასაღება გერმანიის შიგნით – მთელი მოცულობის ხუთი მეოთხედი – 4,2-ით შემცირდა და 6,9 მილიარდი ლიტრი გახდა. შემცირდა ასევე გერმანიიდან ლუდის ექსპორტი – უცხოეთში გატანა 5,9%-ით შემცირდა.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 784 მილიონი ლიტრი გერმანული ლუდი შეისყიდეს, რაც მაჩვენებლის ნაკლებად, 2,6%-ით შემცირებას ნიშნავს. ამავე დროს გერმანიიდან ლუდის გატანა სხვა ქვეყნებში საგრძნობლად შემცირდა და 9,6 %-ს, 646,7 ლიტრს, მიაღწია.
სტატისტიკის უწყების თანახმად, გერმანიაში შარშან 11,3%-ით ნაკლები ლუდი გაიყიდა, ვიდრე 2013 წელს და 25,3%-ით ნაკლები, ვიდრე 1993 წელს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს