გერმანელებმა აირჩიეს მერი, რომელიც ბიულეტენში არ იყო

ბავარიის გერმანიის ქალაქ რეტინგენში ამომრჩევლებმა ახალი მერი აირჩიეს, თუმცა ის ოფიციალური კანდიდატი არ იყო. ხალხმა მისი სახელი ბიულეტენებზე ხელით დაწერა.
საქმე ისაა, რომ საკრებულომ მერის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამით უკმაყოფილო იყო და მოქალაქეებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლად შეეტანათ სასურველი კანდიდატები ბიულეტენში.
შედეგად, შტეფენ რომსტეკმა, რომელიც უკვე მერი იყო 2014 წლიდან 2020 წლამდე(გადადგა), გაიმარჯვა ხმების თითქმის 52%-ით.
რომსტეკმა უკვე დადო ფიცი და განაცხადა, რომ ახალ თანამდებობაზე მას სურს ნდობის აღდგენა მოსახლეობასა და საკრებულოს შორის.
სხვათა შორის, ბავარიის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, გერმანიის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც 18 წელზე უფროსი ასაკისაა, შეუძლია ბიულეტენზე საკუთარი ხელით დაწეროს თავისი კანდიდატის სახელი და ასე მისცეს ხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…