გერგიევი „დიდი თეატრის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა

რუსი დირიჟორი ვალერი გერგიევი მოსკოვის „დიდი თეატრის“ გენერალურ დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს.
ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ტასს”-ი. გერგიევთან თეატრმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამასთან, გერგიევი შეინარჩუნებს მხატვრული ხელმძღვანელის პოსტსაც მარიინსკის თეატრში, სანქტ-პეტერბურგში. ამგვარად, ის ქვეყნის ოპერისა და ბალეტის ორი უდიდესი თეატრის ხელმძღვანელი იქნება.
„დიდი თეატრის“ წინა დირექტორი, ვლადიმირ ურინი, თანამდებობიდან საკუთარი სურვილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ვალერი გერგიევი მარიინსკის თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი გახდა 1988 წელს. მას “საგარეო საქმეთა ჩრდილოვან მინისტრს” უწოდებენ, რომელიც რუსეთს საზღვარგარეთ წარმოადგენს და ასევე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური მომხრეა. ის ორჯერ იყო პუტინის რწმენით აღჭურვილი პირი საპრეზიდენტო კამპანიების დროს. 2022 წლის მარტში პუტინმა გერგიევს შესთავაზა, ეფიქრა „დიდი თეატრის“ და მარიინსკის თეატრების გაერთიანებული დირექციის შექმნაზე – 1766 წელს იმპერატორ ეკატერინე II-ს მიერ დაარსებული საიმპერატორო თეატრების დირექციის მსგავსად.
2022 წლის მარტის დასაწყისში, გერგიევი გაათავისუფლეს მიუნხენის ფილარმონიიდან – სადაც ის მთავარი დირიჟორი იყო – რადგან უარი თქვა სთან ომისგან დისტანცირებაზე. გერგიევს უკრაინამ დაუწესა სანქციები, ხოლო ხოლო 2022 წლის მარტში მას ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა.
ვალერი გერგიევმა 2008 წლის 21 აგვისტოს, ცხინვალში, ქალაქის ცენტრში, ხალხით სავსე მოედანზე, მარიინსკი თეატრის ორკესტრთან ერთად კონცერტი გამართა ომში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლთა პატივსაცემად.
2022 წლის აპრილში, ს გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიების დასკვნა, რომლის თანახმადაც მუსიკოსი ფულს ათეთრებს თავისი სახელობის საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით, რომელიც მარიინსკის თეატრის ნიჭიერ ახალგაზრდებს უნდა ეხმარებოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია გენპროკურორის შერჩევის საკითხზე – შთაბეჭდილებებზე ვერაფერს გეტყვით, არავის დავკვირვებივარ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ექნება

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნებისთვის“ რუსის ჯარის გასვლა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ჩანაწერი, რომ „ხელისუფლება ახორციელებს რუსულ ჰიბრიდულ ომს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“ – ამის გამო არ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას