“გერგიევი გია ყანჩელმა დიდი ხანია, 2008წ. ომის შემდეგ „დაასანქცირა“! ყანჩელისთვის ჩვეული სიმკაცრით, სარკაზმით სავსე წერილიც მისწერა, და, რაც მთავარია, აუკრძალა თავისი ნაწარმოებების შესრულება!”

პიანისტი ნინო ჟვანია:
ეს, რატომღაც, არ ვიცოდი. ქ-მა რუსუდან ქუთათელეძემ დაწერა:
“გერგიევი გია ყანჩელმა დიდი ხანია, 2008წ. ომის შემდეგ „დაასანქცირა“! ყანჩელისთვის ჩვეული სიმკაცრით, სარკაზმით სავსე წერილიც მისწერა, და, რაც მთავარია, აუკრძალა თავისი ნაწარმოებების შესრულება! დიახ, როცა სამშობლოს, ომს, უბედურებას ეხება საკითხი, იქ „ხელოვნება რა შუაშიაო“ არ შეიძლება ითქვას! პოლიტიკა ეხება ხელოვნებასაც, ხელოვნებაში მოღვაწე პიროვნებასაც, რადგან ომი ანადგურებს ყველაფერს, ქვეყანას, სახელმწიფოს, ადამიანებს! გერგიევი პუტინის თანამოაზრეა – დღეს ამით ყველფერია ნათქვამი!”
გია ყანჩელი ❤
ცნობისათვის, იტალიაში რუსი დირიჟორის, პუტინის ახლო მეგობრისა და მხარდამჭერის, ვალერი გერგიევის კონცერტი გააუქმეს, რომელიც 27 ივლისს კაზერტის სამეფო სასახლეში უნდა ჩატარებულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო