პოლიტპატიმარი ნიკა კაცია ციხიდან გამოგზავნილ წერილში ნინო წილოსანს მიმართავს და წერს:
“აქვე გეტყვი ძალიან, ძალიან ბევრი დაგცინით, თქვენივე ნათქვამი სისულელეების გამო, მეტი ინტელექტი ნინ! მამას გოგო, ქ.ნინო წილო, გავიგე საპატიმროში არსებული ვითარებით იკვეხნით და რეჟიმის ტყვეებს საზოგადოების თანადგომას გვამადლით!…
ჯერ ერთი, თუ მხნედ ვართ, ისევ ჩვენივე სიმართლისა და სამშობლოს სიყვარულის გამო და ეს უკანასკნელი, რუსული მოტივებით გაჟღენთილისთვის, ანუ თქვენთვის უცხოა. მეორე თუ რაიმე გაგვაჩნია აქ, ეს საზოგადოებისა და ჩვენი ოჯახების, მეგობრების დამსახურებაა და არა თქვენი რეჟიმის! რუსული რეჟიმის! როგორ არიან თქვენს მორჩილებაში მყოფი მონები, მონების-მონები, არ ვიცი და მეტი სიცხადისთვის გეპატიჟებით ჩემთან D-127 საკანში და მობრძანდით თქვენი FB თუ TIKTOK LIVE_ით და ერთად დავათვალიერებინოთ ჩემი ტყვეობა ყველას, უწყვეტ რეჟიმში! შევახედებთ სააბაზანოში, დაგითმობთ სველ წერტილს უშუალოდ “კამერაში”, ერთ საოცარ კერძს შემოგთავაზებთ, სახელად “წყლის სუპი” რომელსაც კომბოსტოს ჩაშუშულის მსგავსად, აქ მყოფთა უმრავლესობა არ მიირთმევს. გასინჯეთ სოსისის წვნიანიც, რომელშიც წყალში სოსისები ტივტივებენ, როგორც წყლის სუპში კარტოფილები. თქვენვე დაგითმობთ მენიუში წიწიბურის ფაფას და თქვენი იყოს კვირაში ერთი ცალი ჭიებით სავსე ვაშლიც. შეიგრძენით აქაური ხმაური, როცა ვიღაცას მოპირდაპირე კორპუსში, პერსონალიდან ვიღაც უხეშად ესაუბრება, ვითომ ფსიქოლოგს უგზავნის ადმინისტრაცია, ფსიქოლოგიური ძალადობისთვის და როცა მორიგ ჯერზეც დაიკვეხნით და ჩვენი მხნეობის პოსტს გააზიარებთ, ბევრჯერ გვაბუქნავეს აქ რეჟიმის ტყვეობაში და ეს საზარელი ფაქტიც სახალხოდ დაგმეთ. ასევე მოუყევით საზოგადოებას რომ შეზღუდულია საპატიმროში გასეირნების უფლებაც, რაზეც სახალხო დამცველსაც კი ხშირად მიუმართავს დეპარტამენტისთვის! მოკლედ, ნუ იტყუებით და ნუ ატყუებთ საზოგადოებას. ისე თქვენც იყავით ჩემი რესპონდენტი, კობახიძის, მდინარაძის, თალაკვაძის თუ მათიკაშვილის მსგავსად და მაშინაც ატყუებდით საზოგადოებას!!! თქვენი რუსული რეჟიმის ტყვე: ნიკუშა ბედნიერი კაცია”
წერილს ნიკა კაციას ძმა ლაშა კაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.