გენო პეტრიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე – მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას, რაღაც ტენდენციაა, ამ ადამიანების ხელწერაა, მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გენო პეტრიაშვილის განცხადებით, „ლიბერალური ბაბლის“ წევრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრს ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხყოფას მიზანმიმართულად აყენებენ და მათთვის „არაფერი წმინდა არ არსებობს“.
„მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას და საერთოდაც, ბოლოს რაღაც ტენდენციაა, ხელწერაა ამ ადამიანების, არც ვიცი ადამიანები თუ უნდა ვუწოდო. მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას. ესენი იქნებიან ქართული სპორტის წარმომადგენლები ის ღირსეული ადამიანები, თუ ქართული ხელოვნების წარმომადგენლები. მე მინდა ამ ადამიანებს მივმართო, აი, ამ ძვირფას ადამიანებს, არ მიაქციონ მათ ყურადღება და ჩემი დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ღირსეულ ხალხს. ხვიჩას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო