,,გენიოსი რომ იქნები ადამიანი … “ – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ტრამპისა და მასკის კონფლიქტზე:
,,გენიოსი რომ იქნები ადამიანი …
გეუბნებოდით მე თქვენ, რომ ტრამპი და მასკი აუცილებლად დაეტაკებოდნენ ერთმანეთს. თან – ძალიან მალე-მეთქი.
ერთს რომ ბევრი ფული აქვს, ეგ სერიოზული ფაქტორია, მაგრამ არა ისეთი ძლიერი, როგორიც ძალაუფლებით განპირობებული პატივმოყვარეობაა.
ფული ახლოსაც ვერ მივა ძალაუფლების ვნებასთან. არ ვიცი, რა დონეზე აქვს მასკს ძალაუფლების ვნება ან აქვს თუ არა სამომავლოდ სახელმწიფო ძალაუფლების ამბიციები, ტრამპი კი ახლაა პრეზიდენტი. ის უკვე არის ძალაუფლების მწერვალზე. ეგღა აკლია, ამერიკის ისტორიაში მარიონეტად ან რაღაც დონეზე მაინც სხვისი გავლენის ქვეშ მყოფ ლიდერად შევიდეს.
კაცს პრეტენზია აქვს, ამერიკის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტის სახელით უნდა ჩავეწეროო. რა მასკი, რის მასკი – ასე უყურებს ტრამპი ამ საკითხს.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ადვილი გამოსაცნობი იყო კონფლიქტი.
ჩემი აზრით, ეს მოლოდინი გარდაუვალი გახდა, თავიდან აცილების შანსი კი ნულს გაუტოლდა ზუსტად იმ დღეს, როცა ტრამპის შვილმა თავზე წამოიმხო ოვალური კაბინეტი. მასკების ცელქობას წინ უძღოდა რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებული ეს გარეკანი.
ხანდახან ყველაფერი ძალიან მარტივადაა. კანონპროექტი და სხვა საკითხები მეორეხარისხოვანია.
ვნახოთ, ამ ურთიერთობას რა გაგრძელება ექნება – ვის უფრო დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.“