“გენიოსია! მასზე ერთ ამბავს მოგიყვებით…” – გვარდიოლმა გვარდიოლაზე ისაუბრა

“სიტის” მცველმა იოშკო გვარდიოლმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა. როგორც ხორვატი აღნიშნავს, მანჩესტერული გუნდის დამრიგებელი გენიოსია.
“პეპი ნამდვილი გენიოსია. ერთ-ერთ ამბავს გავიხსენებ… მატჩისსთვის მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით და ერთ ტაქტიკურ სქემაზე ვმუშაობდით.
უცებ გვარდიოლა შემოდის გასახდელში და მთელს გეგმებსა და სქემას ცვლის”, – ციტირებს გვარდიოლს City Xtra.
ინფორმაციისთვის, “სიტის” პრემიერ ლიგის საწყისი 3 ტურის შემდეგ ამდენივე გამარჯვება აქვს და 9 ქულით ცხრილის ლიდერია.