გენიალური პოსტებია “რატომ გლოვობთ ნავალნის?” – იაკობ ჯანგავაძე

გენიალური პოსტებია “რატომ გლოვობთ ნავალნის?”,
ჯერ ერთი, ვისაც გვინდა იმას ვიგლოვებთ, მეორე, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებას ვიგლოვებ, ვინც პუტინს (და მის სისტემას) ებრძოდა. ნავალნიმ აჩვენა გამბედაობისა და ღირსების ეტალონი, რომელიც შეგნებულად წავიდა სიკვდილზე – ჩავიდა იქ, სადაც იცოდა რომ მოკლავდნენ. შექმნა მედია (იუთუბზე), სადაც გააშიშვლა რუსული ელიტა და მილიონობით რუსს აჩვენა მათი რეალური სახე.
ამ ადამიანმა დაწერა ისტორია და ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. ერთი აგური დაუტოვა რუსეთს, რომელზეც რა დაშენდება, ეს მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა