გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი – “დენვერმა” “მინესოტა” ოვერტაიმში დაამარცხა

NBA-ის საშობაო ღამის მატჩები “დენვერ ნაგეთსისა” და “მინესოტა ტიმბერვულვზის” შეხვედრით დასრულდა. “კოლორადოელებმა” საოცარ დაპირისპირებაში 142:138 იმარჯვეს, ნიკოლა იოკიჩმა “მგლები” პირადად დაამარცხა! გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო.
სერბმა ცენტრმა მოედანზე 43 წუთი გაატარა, რა დროშიც 56 ქულა, 16 მოხსნა და 15 ასისტი მიითვალა.
“ტიმბერვულვზს”, რა თქმა უნდა, ენტონი ედვარდსმა ულიდერა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალგაზრდა ვარსკვლავმა 42 წუთში 44 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.
ნიკოლას მხარი ჯამალ მარიმ აუბა, კანადელმა უკანახაზელმა 42 წუთში საკუთარ გუნდს 35 ქულა, 2 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, “დენვერი” 22 გამარჯვებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს, “ნაგეთსი” მორიგ შეხვედრას 28 დეკემბერს გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქის” წინააღმდეგ გამართავს.
“მინესოტა” 20 მოგებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, “ტიმბერვულვზი” 28 დეკემბერს “ბრუკლინ ნეტსს” შეხვდება.
NBA-ის საშობაო დღის სხვა მატჩები
“გოლდენ სტეიტ უორიორსი” 126:115 “დალას მავერიქსი”
“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 96:119 “ჰიუსტონ როკეტსი”
· ძლივს ერთი სპორტსმენი უსვირინგო არც ერთი სვირინგი? ასე ჩვენ ვერ გავფრინდებით. )
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი – “გოლდენ სტეიტმა” “ორლანდო მეჯიქი” დაამარცხა
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – “გოლდენ სტეიტი” “პორტლენდთან” დამარცხდა
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი – “დენვერ ნაგეთსმა” “ლოს ანჯელეს კლიპერსი” დაამარცხა
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი – კარის გარეშე დარჩენილი “გოლდენ სტეიტი” რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია – “ლეიკერსი” “მინესოტასთან” დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
სუპერმატჩი ევრობასკეტზე – თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის “დენვერ ნაგეთსთან”
[VIDEO] “ლეიკერსმა” ედვარდსს ვერაფერი მოუხერხა – დონჩიჩი და ჯეიმსი გავარდნასთან ერთ ნაბიჯში არიან
[VIDEO] “გოლდენ სტეიტი” პლეი-ოფს გამოეთიშა – “მინესოტა” კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში – “ტორონტო” დენვერთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
იოკიჩმა “დენვერს” შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ – “ოკლაჰომა” კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] იოკიჩის 44 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – ვესტბრუკმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია – სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
იოკიჩის კარიერის მატჩი – სერბმა 61-ქულიანი სამმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]