გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეების რეგისტრაცია ორ ლოკაციაზე შეუძლიათ – ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში და თბილისში, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“.
ლიცეუმში ჩაბარების მსურველ მოსწავლეების რეგისტრაცია 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლე ერთ-ერთ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა გამოცხადდეს და საბუთების მიმღებ კომისიას ვებ-გვერდზე მითითებული საჭირო საბუთების ჩამონათვალი წარუდგინოს. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე საბუთების მიმღებ კომისიას რეგისტრაციის დროს ვერ წარუდგენს ლიცეუმის მიერ მოთხოვნილ რომელიმე დოკუმენტს, მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა დარჩენილი დოკუმენტი წარმოადგინოს არაუგვიანეს 5 ივლისისა.
რეგისტრაციის გავლის შემდგომ რეგისტრირებული მოსწავლეები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. რეგისტრაციისა და სამედიცინო შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, 13 და 14 ივლისს მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდებს ჩააბარებენ.
მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების პროცესებზე დაკვირვებას თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები აწარმოებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში