გენერალურ პროკურატურაში ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე ამერიკელ მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში, ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე, მაიამი-დეიდის საოლქო სასამართლოს ოჯახში ძალადობის საქმეთა დანაყოფის მოსამართლეებთან, კელი ქეროლთან და ელიზაბეტ ესპინოზასთან შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი ხატია ყანდიაშვილი და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ანა ლეკიაშვილი ესწრებოდნენ.
„პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსამართლეებს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიდგომები გააცნეს. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარეს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ