გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა

გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა
და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ბორან ჯან ქოჩბოღანი ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მღებრიშვილი: და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა. უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ