გენერალური პროკურორობის კანდიდატი კანაფის მოხმარებაზე – ამ პროდუქტის მომხმარებლის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა არ მგონია ის გზა, რაც საბოლოო სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს

[კანაფი] ბოსტანში გაზარდოს და მოიხმაროს, ამის ბიზნესად ქცევა არ იქნება მთლად მართებული – არ მგონია კრიმინალიზაცია ის გზა იყოს, რომელიც ამ პრობლემას ეფექტურად გადაწყვეტს, – ასე უპასუხა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ვიქტორ ახალბედაშვილმა „გირჩის“ დეპუტატის ს კითხვას, რომელიც კანაფსა და მის პროდუქტებთან მიმართებით დავებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საჭიროებას შეეხებოდა.
როგორც ახალბედაშვილმა აღნიშნა, ამ პროდუქტის მომხმარებლის სანქცირება შედეგის მომტანი გზა არაა.
„არ მგონია კრიმინალიზაცია ის გზა იყოს, რომელიც ამ პრობლემას ეფექტურად გადაწყვეტს. სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა ამ პროდუქტის [კანაფი] მომხმარებლის არ მგონია ის გზა, რაც საბოლოო სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. ამ პროდუქტის მომხმარებლის სანქცირება არამიზანშეწონილია და შედეგის მომტანი არაა. საზოგადოების თვითორგანიზება უნდა მოხდეს. თუ საზოგადოება თანხმდება და ვამბობთ, რომ ეს არ არის სასარგებლო, ცუდია და გარდა იმისა, რომ რაღაც მომენტში ვიღაცისთვის შვება და რელაქსი შეიძლება იყოს, შემდეგ გაცილებით უფრო ცუდ შედეგებამდე მიდის, გინდათ საზოგადოებაში, გინდაც ოჯახში, პროფესიული მიმართულებით განვითარებას უშლის ხელს, საზოგადოებამ ეს ნაწილი თვითორგანიზებით როგორღაც უნდა აალაგოს. ამ პროდუქტის კომერციალიზაციას, აღებ-მიცემობას ვერ დავეთანხმები… ბოსტანში გაზარდოს და მოიხმაროს, ამის ბიზნესად ქცევა არ იქნება მთლად მართებული. ვიღაცას უყვარს კაქტუსი, სახლში აქვს ქოთანში, ვიღაცას უყვარს ცერეცო და ამ გზით შეიძლება. შემოქმედებითად მიუდგება და შემოქმედებითაც მოიხმარს და არა იმ მიზნით, რომ საზოგადოებას რაიმე დაუშავდეს. თუ მომეცემა გენერალურ პროკურატურაში პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობა, აუცილებლად ძალიან კვალიფიციურად ვიფიქრებ ამ საკითხზე”,- განაცხადა ვიქტორ ახალბედაშვილმა.
დეპუტატ, იაგო ხვიჩიას კითხვაზე, თუ მას, პირობითად, ვახტანგ მეგრელიშვილი „ჯოინთის“ (კანაფის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული მეთოდი) შესთავაზებს, სამართალდამცავები დაიჭერენ თუ არა, გენერალური პროკურორობის კანდიდატის თქმით, ის მას ამ საქციელისთვის „დასაჭერად ვერ გაიმეტებს”.
„პირდაპირ გეტყვით, დასაჭერად ვერ გაგიმეტებთ, მაგ გადაცემისთვის, ნამდვილად… თუ თქვენი ამ უფლებით მე, თქვენ, თქვენი მეგობარი, ოჯახი, ახალგაზრდა არ ზიანდება, კი ბატონო უნდა იყოთ თქვენც ბედნიერი, ჩვენც, მაგრამ თუ თქვენი ეს გართობა ვიღაცისთვის იქნება დამაზიანებელი, იქნებ თქვენ იფიქროთ, რომ სხვანაირად გაერთოთ, ან ჩუმად”,- განაცხადა ახალბედაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას