გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისის პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება.
“გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, რომ პროკურატურის ახალი შენობა მორგებული იქნება პროკურატურის მუშაკთა საჭიროებებზე და ახალი და კომფორტული გარემო კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის თანამშრომლების საქმიანობას.
ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება. რაიონული პროკურატურების თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ.
ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით