გენერალური პროკურორის კანდიდატად შოთაძის მოადგილე შეარჩიეს

საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება.
გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭომ კენჭისყრა დღეს, 11 ივლისს, ჩაატარა.
საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე კენჭი ეყარა სამ კანდიდატს: გიორგი გაბიტაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს. ბუცხრიკიძის და ახალბედაშვილის კანდიდატურას მხარი არავინ დაუჭირა, ხოლო გაბიტაშვილმა 11 ხმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ