გენერალმა კალანდაძემ თქვა, რომ დაზვერვის აგენტების სია გადაეცა რუსეთის, მინდა დავადასტურო, ვამზადებდით გაცვლას | მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ის დისტანციურად ერთვება დაადასტურა გენერალ გიგი კალანდაძის მიერ “მთავარი არხის” ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია.
მხიეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ დაზვერვის აგენტების სია ს მხარეს გადაეცა. მისი თქმით, იგეგმებოდა გაცვლა:
“გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ ჩვენი დაზვერვის აგენტების სია გადაეცა რუსეთის მხარეს, მე მინდა დავადასტურო ეს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვამზადებდით გაცვლას, რუსეთში დაკავებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების ჩვენთან დაკავებულ რუს ჯაშუშებზე. სწორედ იმის გამო, რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება და პირველი რაც მათ ქნეს, გარდა იმისა, რომ დახურეს რუსული არხი, გადასცეს პირდაპირ სია ჩვენი აგენტების რუსეთში, პრაქტიკულად ჩვენი ხალხი ჩარჩა იქ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
იხილეთ:
· “ოცნების” მოსვლიდან რამდენიმე კვირაში რუსულმა დაზვერვამ და ФСБ-მ დაიჭირა ჩვენი აგენტურული ქსელი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, სიები გადასცა საქართველოს ხელისუფლებამ | კალანდაძე