უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლქსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა სუმის და ხარკოვის ოლქებზე ახალი შეტევა დაიწყეს.
გამოცემა Lb.ua-სთან ინტერვიუში გენერალ სირსკის ჰკითხეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამასწინანდელ განცხადებაზე, რომ რუსეთი ამ ოლქებზე ახალ შეტევას ამზადებს.
ოლექსანდრ სირსკიმ უპასუხა, რომ „პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია და ეს შეტევა, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო“. უკრაინის არმიის მთავარსარდლის ინფორმაციით, თითქმის ერთი კვირაა მოწინააღმდეგის შეტევების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია.
27 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში, უკრაინის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების ლიდერთა სამიტზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ამზადებს ახალ შეტევებს სუმის, ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებზე.
ზელენსკის თანახმად, რუსეთი ცდილობს აშშ ჩაითრიოს ყალბ პირობებზე დაუსრულებელ და უსაგნო დისკუსიებში, რათა დრო მოიგოს და უკრაინის კიდევ უფრო მეტი მიწის დაპყრობა სცადოს.
ამჟამად რუსეთს ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები. 2014 წლიდან ანექსირებულია ყირიმი.
ფორუმი
