გენერალი ზალუჟნი აცხადებს, რომ 2024 წელს მესამე მსოფლიო ომი დაიწყო

უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ს ავტოკრატიული მოკავშირეების პირდაპირი ჩართვის შემდეგ, მესამე მსოფლიო ომი შეიძლება დაწყებულად ჩაითვალოს.
ამის შესახებ გენერალმა ზალუჟნიმ ყოველწლიური პრემიის “უპ100” ლაურეტთა დაჯილოდების ცერემონიაზე განაცხადა.
“იმიტომ, რომ 2024 წელს უკრაინის წინაშე აღარ დგას მხოლოდ . უკრაინის წინაშე დგანან ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები. მოდით ვიყოთ გულწრფელები. უკვე ში ირანული “შაჰიდები” საკმაოდ ღიად, უყოყმანოდ კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. უკვე სწორედ ჩრდილოეთ კორეის წარმოების რაკეტები მიფრინავენ ში, რასაც ღიად აცხადებენ. უკრაინაში ჩინური ნაღმები ფეთქდებიან, რუსულ რაკეტებში კი ჩინურ დეტალებს იყენებენ“, – მოჰყავს გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ გენერალ ზალუჟნის სიტყვები.
ზალუჟნის 2021 წლიდან ეკავა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა. 2024 წლის თებერვლის დასაწყისში მთავარსარდლის პოსტზე ის ჩაანაცვლა ოლექსანდრ სირსკიმ, რომელიც მანამდე უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი იყო.
2024 წლის 9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა მ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
გენერალი ზალუჟნი ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩად მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს