“გენატრებათ ხოლმე? – ვგიჟდები” – რა ნაბიჯი იქნებოდა სამართლიანი ივანიშვილისგან?

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ტვ პირველის ეთერში, ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვის პასუხად, ამბობს, რომ სამართლიანი იქნებოდა, თავად გახდეს პრეზიდენტი.
გახარია:
–წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს, ვერც ვხედავ აზრს. სამართლიანი იქნებოდა თვითონ იყოს, ეს პასუხისმგებლობა მაინც აიღოს. როდემდე შეიძლება ხალხს შეურაცხყოფა მიაყენო, გაქრე, მერე მოხვიდე, სამთვიანი კამპანია ჩაატარო, აკვარიუმში იყო, ამ ხალხს სისულელეები ელაპარაკო, მერე ბოდიში მოახდევინო, დაპირდე რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენ, დაპირდე, რომ ნაცებს გაასამართლებ… ეკლესიას ამოეფარნენ, ბავშვების დაცვას ამოეფარნენ, ყველაფერი გააკეთეს… პრეზიდენტი მაინც გახდეს, ვხედავდეთ ხოლმე მაინც, სამ თვეში ერთხელ.
ტრაპაიძე:
–გენატრებათ ხოლმე?
გახარია:
–ვგიჟდები (იცინის)

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?