„გემო ფესტი სამეგრელოსთვის ეს არის ახალი ვიზიტორების მოზიდვა, ტურისტული და ეკონომიკური ინტერესის გაძლიერება“ – ეკატერინე ფარულავა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს, სამეგრელოში, პირველად, გემო ფესტი გაიმართა. რეგიონისთვის გემო ფესტის გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ფესტივალის მონაწილე და კოპეშონის წარმომადგენელი ეკატერინე ფარულავა.
„გემო ფესტი ძალიან სასურველი ფესტივალია სამეგრელოსთვის. საინტერესო გამოცდილება მივიღე, როგორც მონაწილემ და მეწარმემ. ეს ჩემთვის პირველი დიდი ღონისძიებაა, სადაც სულ სხვა კუთხით ვიყავი წარმოდგენილი. გემო ფესტი სამეგრელოსთვის ეს არის ახალი ვიზიტორების მოზიდვა, ტურისტული და ეკონომიკური ინტერესის გაძლიერება. ფესტივალში მონაწილეობა ჩემთვის ახალი გამოცდილებაა. ძალიან საინტერესო იყო“,-აცხადებს ეკატერინე ფარულავა.
გემო ფესტი სამეგრელოში პირველად გაიმართა. ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.
გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.
გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.
გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…