გელა ხასაია არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი – “კოალიცია ცვლილებებისთვის”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ეხმაურება ერთ-ერთი წევრის, გელა ხასაიას დაკავებას. განცხაქდებაში, რომელიც დღეს
“ხომ შეგპირდი, რომ დაგაკავებდი სისხლის სამართლებრივი წესით?” – ეს არის სიტყვები, რომელიც უთხრა გუშინ მილიციელმა (და არა პოლიციელმა) ჩვენს უკანონოდ გატაცებულ და ამ დრომდე პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფ თანაგუნდელ გელა ხასაიას.
ეს სიტყვები, ზოგადად, გელას წინააღმდეგ მიმართული ის რეპრესიები, რასაც წლების განმავლობაში ვუყურებდით; ის, რომ ამ მუხლით არ აკავებენ რეალურ დამნაშავეებს, რომლებიც, მაგალითად, კალაძის შტაბიდან გამოვარდნენ და ადამიანებზე, ქალებზე, გოგოებზე ფიზიკურად იძალადეს; ის, რომ გელას მიმართ ხორციელდებოდა აქტიური დისკრედიტაციის კამპანია და ზოგადად, ის რომ გელა, ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად აჟღერებს პოლიტიკური პატიმრების სათქმელს, მათი ოჯახების სათქმელს, ეს ყველაფერი ერთ პაკეტში მიუთითებს იმაზე, რომ გელა დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი.
ოღონდ, აქ მნიშვნელოვანი და მთავარი რაც არის და რაც უნდა ვიცოდეთ, როგორც საზოგადოებამ და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა: სინამდვილეში, რისთვისაც ამას რეჟიმი აკეთებს არის ერთადერთი – დანერგონ შიში. შიში, რომელიც საბოლოო ჯამში, ჭამს თავისუფლებას. ეს თავისუფლება გელამ ყველაზე უკეთ იცის. იმიტომ, რომ მას არ ეშინია. მან ზუსტად იცის, რომ ადამიანი, რომელმაც შეძლო, რომ დროებით ოკუპირებული დან შეძლო გადმოსულიყო, გადმოსულიყო მიუხედავად ბარიერებისა, გაეჟღერებინა იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემები, მოეგვარებინა ისინი აქედან – ამდენი ასეული კილომეტრის დაშორებიდან, ვერ შეაშინებენ.
როგორც გელამ მისცა პირობა სხვა პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ის იბრძოლებდა ბოლომდე მათი თავისუფლებისთვის, ჩვენც ასე უნდა გავაგრძელოთ. ერთადერთი, რა უნდა ვიცოდეთ, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, რადგან ყველა მსგავსი დაკავება, ის რომ ზეპირსიტყვიერი განცხადებების გარდა ვერაფერს ავრცელებს, ის რომ ამ დრომდე არ არსებობს დადგენილება, ე.წ. დანაშაულის კადრები და ა.შ. ის, რომ დანაშაულიც ვერ “შეკერეს” მიუთითებს მათ ქაოსურ, პანიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ, ეს პანიკური მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის და საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობის მანკიერი ტრადიციის დასრულებისთვის. გელას თავისუფლებისთვის და სხვა 70-მდე პოლიტიკური ტყვის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, – თქვა ფარულავამ.
გელა ხასაია დააკავეს გუშინ, 29 სექტემბერს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. ეს მუხლი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ხასიას ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, საქმე შეიძლება ეხებოდეს 1 სექტემბერს თბილისში, სადგურის მოედანზე მომხდარ ინციდენტს, რომლის მონაწილეც ხასაია არ ყოფილა, თუმცა შეესწრო.