გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრის გელა ხასაიას პროცესი გაიმართა.
სხდომაზე მოსამართლე ნანა შამათავამ გადაწყვეტილება მიიღო და გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გელა ხასაიას პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
პროკურორმა მარიამ წულაიამ თქვა, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სამივე ფორმალური საფუძველი სახეზეა – განმეორებითი დანაშაულის ჩადენა, მოწმეებზე ზემოქმედება, მიმალვა.
-მ გელა ხასაია 29 სექტემბერს დააკავა. მასთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი პირი – ვასილ ქერდიყოშვილი.