გელა მთივლიშვილი: TV Imedi თქვენი “ჟურნალისტური გამოძიება” არ გაიშვას! ერთი ცალი მტკიცებულებაც კი ვერ მოიტანეთ, მთელი ონლაინმედია ისე გამოაცხადეთ უცხოური სპეცსამსახურების ქსელად

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი:
TV Imedi თქვენი “ჟურნალისტური გამოძიება” არ გაიშვას! ერთი ცალი მტკიცებულებაც კი ვერ მოიტანეთ, მთელი ონლაინმედია ისე გამოაცხადეთ უცხოური სპეცსამსახურების ქსელად. მაყურებელს დიდ ეკრანზე გაშლილი ფერადი გრაფიკა, დაუმრგვალებელი რიცხვი (ვითომ სიზუსტის ხაზგასმისთვის) და ფოლადაანთკარის ორღობეში ჩაწერილი ვიდეო გინდათ შეასაღოთ განზრახ გამოგონილი და ცილისმწამებლური ბრალდებების დასადასტურებლად.
მონაჩმახების გუშინდელი თაიგული დღეს „ჟურნალისტურ გამოძიებად“ მოიხსენია, მოიშველია რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა. სინამდვილეში მაგ აჯაფსანდალს არაფერი აქვს საერთო საგამოძიებო ჟურნალისტიკასთან. განზრახ გამოგონილი ბრალდებებით შეთხზული პროდუქტია. ძალიან კი გარჯილხართ სუს-თან ერთად.
დღეს უკვე ინდივიდუალურ თავდასხმებზე გადახვედით. ეჭვგარეშეა, „არაბულ ქალაქებთან“ დაკავშირებული კრიტიკა და კითხვები რეჟიმს გამორჩეულად აბრაზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)