გელა მთივლიშვილი: ჟურნალისტები მზიას თავისუფლებისთვის დღეს, 25 ივნისს, 22:00 საათზე, აქციას გავმართავთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან (თბილისი, ანჯაფარიძის ქუჩა 5ა,)

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი:
ჟურნალისტები მზიას თავისუფლებისთვის დღეს, 25 ივნისს, 22:00 საათზე, აქციას გავმართავთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან (თბილისი, ანჯაფარიძის ქუჩა 5ა,).
ჟურნალისტები ვითხოვთ მზია ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცეს, გადაცემა „ღამის კურიერში“ უპასუხოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლითაც მან მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
ამ მოთხოვნით მზია ამაღლობელის კოლეგებმა „რუსთავი 2“-ს წერილობით ჯერ კიდევ 6 მაისს მივმართეთ, მაგრამ პროფესიული და საკანონმდებლო ვალდებულებების მიუხედავად, არხის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია