გელა მთივლიშვილი: პროპაგანდისტული მედია და ყალბი საიტები დაათრევდნენ და ასპონსორებდნენ პაპუაშვილის ყალბ განცხადებას… სინამდვილეში, ამ მისამართზე…

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი:
ორი დღის წინ, ქოსატყუილა პროპაგანდისტულ „იმედში“ გადმოდგა და რაღაც ფოტოს აფრიალებდა, ეს არისო ის ხუხულა, სადაც ყალბი ესტონური ენჯეოები, ყალბი ესტონური მედიები, ერთ ყალბ ესტონურ მისამართზე დარეგისტრირდნენო, ლიანდაგის გვერდზე არსებულ რაღაც დანგრეულ შენობაშიო. მერე მთელი პროპაგანდისტული მედია და ყალბი საიტები დაათრევდნენ და ასპონსორებდნენ პაპუაშვილის ყალბ განცხადებას, „რუსთავი 2“-მა რამდენიმე ყალბი სიუჟეტიც მოამზადა.
სინამდვილეში, ამ მისამართზე Põhja-Tallinna linnaosa, Telliskivi tn 57 არის ქალაქის ყველაზე ცნობილი და ცოცხალი კრეატიული კვარტალი. მდებარეობს ყოფილი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, რკინიგზის სადგურის სიახლოვეს. ადრე აქ განთავსებული იყო ელექტროტექნიკური ქარხნები. დღეს ეს სივრცე გარდაქმნილია „ჰაბად“, სადაც ძველი აგურის შენობები შეღებილია ქუჩის მხატვრობით. ტელისკივის გულია Fotografiska Tallinn – სტოკჰოლმის ცნობილი ფოტოგრაფიის მუზეუმის ფილიალი. აქ იმართება მსოფლიო დონის გამოფენები და მდებარეობს ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი ქალაქში.
თბილისში ხომ იცით „ფაბრიკა“ – მულტიფუნქციური სივრცე, ბევრად პატარაა ზომით, ვიდრე ტელისკივი.
კომენტარში მივუთითებ ტელისკივის ვებგვერდის ბმულსაც, კრეატიულ ცენტრს ზუსტად იგივე მისამართზე.
შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili ნუ ხარ ვირეშმაკა!