გელა მთივლიშვილი: გიორგი შარაშიძე მოგაგებინებთ არჩევნებს, სულ რაღაც 2021 წელს დითირამბებს რომ უმღეროდა ბიძინას?! როგორ ყელში ამოხვედით უკვე ამ თქვენი “დედლაინებითა” და არასწორი მოლოდინების შექმნით

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი:
მისივე პარტიის 2 ლიდერს არაფრისთვის ციხეში მოუზომეს 5-5 კვადრატული, ოპოზიციიდან თითქმის ყველა თავმჯდომარე დატუსაღებულია, ქვეყანაში 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებული აქვთ და ჯიბეში უდევთ (ყველა დონის სასამართლო, პოლიცია, , სუსი, პარლამენტი – ყველაფერი, სახალხო დამცველიც კი), პროპაგანდაში მილიონებს ხარჯავენ, მორჩილების პროგრამებით (სოცდახმარება, საზ. სამუშაოები და ა.შ) მილიონზე მეტი ამომრჩეველი სრულ კონტროლში ჰყავთ, ადმინისტრაციულ ორგანოებში (საჯარო და საბიუჯეტო სამსახურები) ტოტალური რეპრესიებია, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები კომპლექსური წნეხის ქვეშ ძლივს ცოცხლობენ, ქვეყანა – ხალხი რუსეთთან ჰიბრიდულ ომში ვართ და ამ დროს გრიგოლ გეგელია („ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი) ამბობს:
„არანაირი სხვა რეიტინგი „ოცნებას“ არ გააჩნია. ბაქი-ბუქს შეეშვან. ამ ახალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გახდება დიდი, მნიშვნელოვანი და სერიოზული, მაგრამ ოპოზიციური ძალა. ისინი უნდა შეეგუონ, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება, მათ მოუწევთ იყვნენ ოპოზიციური ძალა“.
„რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ“
გიორგი შარაშიძე მოგაგებინებთ არჩევნებს, სულ რაღაც 2021 წელს დითირამბებს რომ უმღეროდა ბიძინას?!
როგორ ყელში ამოხვედით უკვე ამ თქვენი “დედლაინებითა” და არასწორი მოლოდინების შექმნით.
ოპოზიციის აქეთ-იქით ყოფნას რომ შევეშვათ (10 კაცს გაერთიანება ვერ მოგიხერხებიათ, თქვენ ვის რა უნდა გამოგლიჯოთ), შეუძლებელია ამ რეალობაში სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარება და ლელო – ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo დროზე მორჩით!

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს