გელა მთივლიშვილი: აღმოჩნდა, რომ რეჟიმს ჩემი პირადი საბანკო ანგარიში სისხამ დილით დაუყადაღებია, თან ისე, ქუთაისის მოსამართლის გადაწყვეტილება დღემდე არ ჩამბარებია

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ძალადობრივ, სტრესულ, მრავალმხრივ ტოქსიკურ, შხამიან გარემოზე დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმი. ვერ მოვახერხე, დრო ვერ გამოვძებნე, რომ სტრესის მართვა მესწავლა, დღეისათვის არნახულ წნეხსა და ზეწოლას ცოტა ეფექტურად რომ გავმკლავებოდი. ასე აღმოვჩნდი დღეს, დილით, გულის არეში ძლიერი ტკივილით კლინიკაში. მომხედეს, მომიარეს, ინფარქტი დადასტურდა, საუკეთესო ექიმები სწრაფად ჩაერივნენ და გამომაკეთეს, გადამარჩინეს.
გამოკვლევების თანხა დღესვე უნდა გადამეხადა და აღმოჩნდა, რომ რეჟიმს ჩემი პირადი საბანკო ანგარიში სისხამ დილით დაუყადაღებია, თან ისე, ქუთაისის მოსამართლის გადაწყვეტილება დღემდე არ ჩამბარებია. მტაცებლებს 5000 ლარზე ზემოდან 350 ლარიც დაუმატებიათ – აღსრულების ბიუროს ერთი ფურცლის ბანკში გაგზავნა თურმე ამდენი ღირს. ძარცვაშიც ოსტატები!
ცეცხლი ოლიგარქიას!
ერთმანეთს გავუფრთხილდეთ