გელა მთივლიშვილის ცნობით, მასზე თავდამსხმელი შსს-ს თანამშრომელია

„მთის ამბების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს წეროვანთან, ავტობანზე შეიარაღებული პირი თავს დაესხა.
მთივლიშვილის ცნობით, თავდამსხმელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან -ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“, — ამბობს გელა მთივლიშვილი.
„მთის ამბები“ აქვეყნებს ადგილზე თვითმხილველების გადაღებულ ვიდეოსაც, სადაც ისმის, რომ თავდამსხმელი აგინებს, „ვისაც ხარება არ ევასება“ და გელა მთივლიშვილს ეკითხება, მომიტინგე ხომ არაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს