გელაძემ უარყო გომელაურის განცხადება კამიტის შესყიდვაზე

“ქართული ოცნების” მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე უარყოფს ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უწყებამ წინა ხელისუფლების დროს შეიძინა ნივთიერება “კამიტე”. გელაძე ირწმუნება, რომ -ს ეს ნივთიერება არასდროს უყიდია.
“გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება -ის მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების ე.წ. კამიტის გამოყენებას არის სრული აბსურდი, სიცრუე. არანაირი სიმართლე ამას არ შეესაბამება.
მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შსს-ს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი. სუს-მა დაიწყო გამოძიება, მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაეცემა აბსოლუტურად ყველაფერს პასუხი
[…] გეტყვით ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა: 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები. უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის კამიტი”, – განაცხადა გელაძე.
ამავე თემაზე:
· გომელაური უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას – „იმედი“