გელათში ჩატარებული სამუშაოები გათვლილია იმ შედეგზე, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა ჰქვია, თითოეული ჩვენგანის უდიდესი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა

გელათში ჩატარებული სამუშაოები გათვლილია იმ შედეგზე, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა ჰქვია, თითოეული ჩვენგანის უდიდესი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა
გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას – დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გელათი საუკუნეების განმავლობაში იყო და რჩება საქართველოს სულიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად.
„გელათის უნიკალური ხუროთმოძღვრული ანსამბლის უნივერსალური ღირებულება აღიარებულია იუნესკოს მიერ. გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც გელათი უახლოეს წარსულში იდგა; მათ შორის იყო სერიოზული რისკი იმისა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი შეიძლებოდა, ამორიცხულიყო კიდეც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით სტატუსის შენარჩუნება”, – განაცხადა პრემიერმა და ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
ირაკლი მ პრემიერ-მინისტრად დამტკიცებიდან მალევე გელათში სტუმრობა გაიხსენა, როდესაც სამონასტრო კომპლექსში საკმაოდ რთული ვითარება იყო და სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი დროებითი კონსტრუქციის აგება იწყებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გელათის ტაძარში ერთი თვის წინაც იმყოფებოდა და უკვე ჩატარებულია მნიშვნელოვანი სამუშაო.
“ეს სამუშაოები არის სწორად დაგეგმილი და ზუსტად გათვლილი იმ შედეგზე, რასაც ჰქვია სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა უცხოელი ექსპერტების წვლილს გელათის აღდგენის საქმეში და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხა

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი ტელევიზიის მიერ მოვლენების ობიექტურად გაშუქება უმნიშვნელოვანესია. საზოგადოებრივ არხს ამ მიმართულებით საყვედური არ ეთქმის და ამას მოწმობს პრესტიჟული უცხოური ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები

ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვნებიც კი, დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს და რისკის შემცველია – 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება