#გელათი – სწორედ ეს უბედურება გახდა მხატვრობის დაზიანების მიზეზი

“როცა ყველა მთავარ გადახურვაზე, მკლავებზე, ფერდზე ზონდაჟები გავაკეთეთ, აღმოჩნდა, რომ გადახურვის ქვეშ შემავსებლად ყველანაირი ნაგავი იყო გამოყენებული(?!). მაგალითად, ერთ მკლავში მიწასთან აზელილი ნამტვრევი აგურები. ბერლუკი გაოგნებული იყო, ვერ წარმოედგინა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე მსგავს რამეს თუ ნახავდა. ასევე შემავსებლად იყო გამოყენებული ცემენტის პენაბლოკები, ასევე თითქოს პემზის ღორღი, მაგრამ უცნაურად დიდი ბლოკები.

📍მოგეხსენებათ, პემზა ვულკანური წარმოშობის ქანია და ამ ბლოკებს რომ შეხედავთ, გარედან ფერი და ფაქტურა პემზის აქვს, მაგრამ უცნაურად დიდი წონისაა. როცა ზონდაჟებიდან ამ დიდი ლოდების ამოღება დავიწყეთ, არანორმალურად მძიმე იყო, გადავწყვიტეთ დაგვემტვრია და ისე ჩაგვეტანა, მაგრამ ვერ დავამტვრიეთ, ეტყობა, პემზის კარიერიდან, სადაც ნარჩენები იყრება, პირდაპირ წამოიღეს და გელათის გადახურვაში ჩაყარეს, რაც კატასტროფაა.

📍 ნიკოლა ბერლუკიმ აგვიხსნა ტაძრის ქცევა მიწისძვრის დროს. თუ ჩვენ ვავსებთ გადახურვის ქვეშ სიცა­რიელეს, ის უნდა იყოს ერთგვაროვანი მასა, რომელიც მიწისძვრის დროს არ იმოძრავებს. თუ იმოძრავებს, ბლოკები გადაადგილდება, რაც გამოიწვევს თაღების ჩანგრევას. ამიტომ ის უნდა იყოს ან სრულად ცარიელი, ან ერთგვაროვანი მასით შევსებული.

📍მოკლედ, მთელი შიდა მასა ჭარბად ნესტიანი იყო, რადგან ნაგვის შემავსებლებს ზემოდან 15 სმ კირდუღაბის ბალიში დაედო, ამან ყველა ფენა ჩახუთა, ბოლოს დაემატა მოჭიქული კრამიტიც, უკვე არსებული­ ნესტი ვერსად წავიდა, შიგნით გაიარა, გაატარა მთელი ეს ნაგავი და დააწვა მხატვრობას, რომელშიც 12 სახის აგრესიული ტიპის მარილი შეიტანა. სწორედ ეს უბედურება გახდა მხატვრობის დაზიანების მიზეზი.

📍გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე- არქიმადრიტი კირიონი “კვირის პალიტრა” 7.02 2026

#გელათი
#მოძრაობაკულტურულიმემკვიდრეობისთვის
#საქართველოსკულტურულიმემკვიდრეობა