“გეკას” მტკიცებით, ქარცივაძე საცვლებს არ იპარავდა და გომელაურის საჩუქრის ფული არ მოუტეხავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც პირველად ხელმძღვანელობს პირი, რომელიც ზედმეტსახელით, “გეკა” ავრცელებს განცხადებებს, ოფიციალური სახელი გვარია გელა გელაძე, ავრცელებს წერილს, რომლითაც პასუხობს, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასულ სიუჟეტს. მედია ამტიცებს, რომ მან მიიღო ყოფილი სპეცრაზმელის წერილი, რომელიც გდდ–ს ახალ შეფზე ჰყვება, როგორ იპარავდა ის სპეცრაზმელების საცვლებს, საწვავის ტალონებს, ზეთს, წიწიბურას და როგორ “მოტეხა” საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელსაც სპეცრაზმელები ვახტანგ გომელაურის დაბადების დღისთვის აგროვებდნენ.
წერს, რომ მსგავსი ამბის გაჟღერება, არასახელმწიფოებრივია. წესით, ქმედებაა მსგავსი არასახელმწიფოებრივი, თუმცა, იმასაც ამტკიცებს, რომ მსგავს ფაქტს არ ჰქონდა საერთოდ ადგილი და ცილისწამებაა. წესით, ახლა ვახტანგ გომელაურმა უნდა თქვას, მინისტრობისას, ყოველი დაბადების დღეზე მიიღო სპეცრაზმელებისგან საჩუქარი, თუ რომელიმე წელი “ჩაუვარდათ”?
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების შესახებ მომზადებულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად აღნიშნული დეპარტამენტის დისკრედიტაციას.
სიუჟეტში, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან წასული ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომან ქარცივაძის მიმართ გახმოვანდა რამდენიმე აბსურდული ბრალდება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას. კატეგორიულად მიუღებელია მედიასაშუალებისგან ღირსების შემლახავი ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არ გამომდინარეობს არანაირი ფაქტობრივი გარემოებიდან და რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის უბრალოდ მოგონილ ამბავს წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო, რომელიც დაკომპლექტებულია პატრიოტი და მამაცი სპეცრაზმელებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დაიცვან სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები. მათზე თავდასხმას ობიექტურად განვიხილავთ, როგორც ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას.