გედევან ფოფხაძე შიმშილობას იწყებს

„კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გედევან ფოფხაძე, პარლამენტთან შიმშილობას იწყებს.
პოლიტიკოსის თქმით, ის უერთდება ელენე ხოშტარიას მიერ გამოცხადებულ შიმშილობას, რადგან მიაჩნია, რომ დღევანდელ სიტუაციაში ეს ერთ-ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯია.
მისი თქმით, ხელისუფლება ესკალაციაზე მიდის და მასთან თანამშრომლობა შეუძლებელია.
„ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას – შიმშილობას. შეუძლებელია ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა, რადგან ფაქტობრივად შექმინილია უკანონო რეპრესიული სისტემა, რომელიც ადამიანებს დევნის, არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ერთი ადამიანის ინტერესს ემსახურევა, ამ ფონზე თუ ჩვენ არ დავუპიტისპირდით ამ ყველაფერს ჩვენ ვუღალატებთ ციხეში უკანონოდ მყოფ ადამიანებს და საზოგადოებასაც. ამიტომ მგონია, რომ დღეს ეს სწოტი ფორმაა. ან სიკვდილი, ან გამარჯვება. არავის არ მოვუწოდებ, მაგრამ მგონია, რომ ეს პროტესტი ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდება”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. როგორც მან აღნიშნა, მზადაა, „რეჟიმს თავი შესწიროს“.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს